Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საყურადღებოდ

ცხადდება სტატიების მიღება სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალის „სტუდენტური წელიწდეული _ ჰუმანიტარული კვლევები“ მერვე ნომრისათვის.

ჟურნალის მიზანია, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მეცნიერებებით სტუდენტების დაინტერესებას და მათი მიღწევების პოპულარიზებას. ჟურნალი გამოდის წელიწადში ერთხელ. მასში წარმოდგენილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ყველა დარგი. ჟურნალში დაიბეჭდება სტუდენტური გამოკვლევები.

სტატიის მიღების წინაპირობაა: 

  • ავტორი უნდა იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი);
  • პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ სტატია აკმაყოფილებს ჟურნალის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და წარმოდგენილი სახით შეიძლება დაიბეჭდოს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ივნისი სტატიის გაფორმების წესი იხილეთ ბმულზე: https://asj.tsu.ge/?cat=avtor&leng=ge

სტატიები მიიღება მისამართზე: asj@tsu.ge

ჟურნალის რედაქტორი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი